ქართველ ხალხს, სამწუხაროდ, მზარდი ჩაგვრის ქვეშ უწევთ ცხოვრება, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა განაცხადა.

მისივე თქმით, უახლესი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებას, არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

"ქართველ ხალხს, სამწუხაროდ, მზარდი ჩაგვრის ქვეშ უწევთ ცხოვრება. 

უახლესი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებას და ზღუდავს ხალხის თავისუფლებას არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია და დარწმუნებული ვარ, რომ ეუთო და ასევე მოსკოვის მექანიზმი სწორ შედეგებს გამოიღებს, მაგრამ ევროკავშირმაც სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ელინა ვალტონენმა.