როდესაც რუსული ტიპის რეჟიმს უკეთებ ასეთ შეთავაზებას, ასეთი დამამცირებელი პასუხი არის ბუნებრივი და ერთადერთი. შეუძლებელია ეს იყოს რაიმე პოზიტივის მომტანი საერთო ბრძოლისთვის ან თავად „ლელოსთვის“, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, გუშინ რუსთაველზე ათამდე ადამიანთან მოუწია მტკიცება, რომ „ლელოს“ ეს განცხადება არ იყო ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული თამაში.

“როდესაც რუსული ტიპის რეჟიმს უკეთებ ასეთ შეთავაზებას, ასეთი დამამცირებელი პასუხი არის ბუნებრივი და ერთადერთი. შეუძლებელია ეს იყოს რაიმე პოზიტივის მომტანი საერთო ბრძოლისთვის ან თავად „ლელოსთვის“. მიუხედავად ასეთი პასუხისა, როდესაც მსგავს პოლიტიკურ ნაბიჯს დგამ მეორედ, მესამედ, ეს ადამიანებში აჩენს ეჭვს, რომ „ოცნების“ დე ფაქტო მმართველობის მე-14 წელსაც არ გაქვს ბოლომდე გააზრებული რა ტიპის რეჟიმს ებრძვი და ყოველ ჯერზე, რატომღაც რეჟიმისგან ელი განსხვავებულ პასუხს.

გუშინ რუსთაველზე ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ ეს განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში. ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და "ოცნების“ პასუხს. აგერ პასუხიც“,- წერს ზურაბ ჯაფარიძე.

"ლელო - ძლიერი საქართველოს" განცხადებით, "აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირება და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის”.