ერთადერთი პარტია, რომელიც ლეგიტიმურად აიკრძალება ამ ქვეყანაში, ეს არის "ქართული ოცნება" და ეს მოხდება შემდეგი ხელისუფლების დროს იმიტომ, რომ ეს სარჩელი არის უბრალოდ ისტორიული დოკუმენტი, როგორ უნდა უღალატო სამშობლოს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, თუ რამე საქართველოს კონსტიტუციით შეიძლება ჩაითვალოს პარტიის გაუქმების და ცალკეულ პირებზე პასუხისმგებლობის დაყენების წინაპირობად, ეს არის ის სავარაუდო შედეგები, რომელიც ამ სარჩელის დაკმაყოფილებას მოჰყვება.

"მე რასაც ვუყურებ, ერთადერთი პარტია, რომელიც ლეგიტიმურად აიკრძალება ამ ქვეყანაში, ეს არის "ქართული ოცნება" და ეს მოხდება შემდეგი ხელისუფლების დროს იმიტომ, რომ ეს სარჩელი არის უბრალოდ ისტორიული დოკუმენტი, როგორ უნდა უღალატო სამშობლოს.

თუ რამე საქართველოს კონსტიტუციით შეიძლება ჩაითვალოს პარტიის გაუქმების და ცალკეულ პირებზე პასუხისმგებლობის დაყენების წინაპირობად, ეს არის ის სავარაუდო შედეგები, რომელიც ამ სარჩელის დაკმაყოფილებას მოჰყვება და მათ შორის მოსამართლეების წინააღმდეგაც, არავინ თქვას, რომ არ იცის, რას აკეთებს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო.