ამ რეჟიმს არ აქვს იმის უნარი, თუნდაც ნახევარი ნაბიჯი უკან გადადგას, იმისთვის რომ საზოგადოების ნაწილი შემოირიგოს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შაბათის ტრადიციულ მარშზე განაცხადა.

მისი თქმით, "რეჟიმი დასრულებასთან ძალიან ახლოს არის".

"ყველა მარში სინდისის პატიმრების თავისუფლების მოთხოვნისაა - ეს არის ჩვენი პირველი მოთხოვნა. არავის ავიწყდება, რომ ეს მოთხოვნა დგას როგორც პირველი პრიორიტეტი და ასე დარჩება იქამდე, სანამ სინდისის პატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეჟიმი ისეთ დღეშია, რომ ვერ ელევა ვერცერთს. ანდროს და სხვა ბიჭების სააპელაციო სასამართლოში გამართული პროცესები რომ ავიღოთ, 18 თვე უკვე არიან ციხეში და გადაწყვეტილება, რომ უკვე გაეთავისუფლებინათ, ძალიან მარტივი იქნებოდა - ეს გადაწყვეტილებაც ვერ მიიღეს. ბოლოს, მწერალი, ზვიად რატიანი დასაჯონ კიდევ უფრო დასაჯეს გაურკვეველი მიზეზის გამო. ახალგაზრდა ბავშვს - საბა ჯიქიას მიუსაჯეს 4,5 წელიწადი. აქაც არაფრის გამო და არავინ იცის რატომ. ეს ყველაფერი სისუსტის და შიშის ნიშანია. ამ რეჟიმს არ აქვს იმის უნარი,  თუნდაც ნახევარი ნაბიჯი გადადგას, იმისთვის, რომ საზოგადოების ნაწილი შეირიგოს. ეს არის ძალიან დიდი სისუსტე და ნიშანი იმის, რამდენად ახლოს არის რეჟიმი დასრულებასთან", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თბილისში უწყვეტი პროტესტის 514-ე დღეს შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა. აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან კანცელარიასთან მივიდნენ  - მთავარი მოთხოვნა სინდისის პატიმრების გათავისუფლებაა.