ეს არის პირდაპირი დანაშაულებრივი ზეწოლა რეჟიმის მხრიდან და დანაშაულებრივი ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე, - ამის შესახებ იურისტმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩანს, რომ "ქართულ ოცნებას" ეშინია.

"ეს არის პირდაპირი დანაშაულებრივი ზეწოლა რეჟიმის მხრიდან და დანაშაულებრივი ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე.

ეს არის მორიგ ჯერზე ზურგის შექცევა ჩვენი პარტნიორებისთვის იმიტომ, რომ ეს გრანტები, ეს დახმარებები, რომელიც მოდიოდა სწორედ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დიდი ხნის პარტნიორები და სტრატეგიული მეგობრები არიან, ამიტომ ვერაფერ ახსნას, გარდა ერთისა, რომ ძალიან ეშინიათ საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების, რომ ძალიან უფრთხიან საკუთარ მომავალ ბედს, რომელიც რეჟიმის დასრულების შემდეგ მათ ელით, სხვა არ აქვს", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.