"ქართული ოცნების“ მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება, მსოფლიო ჩუმად არ უნდა იყოს, – ამის შესახებ პარტიის "ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) განცხადებაშია აღნიშნული.

"ალდე“ ეხმაურება საქართველოს პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

"ოპოზიციის ხმები დაადუმეს. დემოკრატიული ლიდერები „სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულებისთვის“ სისხლის სამართლის დევნას განიცდიან. „ქართული ოცნების“ მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება და მსოფლიო არ უნდა იყოს ჩუმად. დემოკრატია სრულმასშტაბიანი თავდასხმის ქვეშ არის. ევროპელი ლიბერალები მტკიცე სოლიდარობას უცხადებენ ყველას, ვინც საქართველოში თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის“,  – აღნიშნულია ALDE-ს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.