ღარიბაშვილს გავლენის დიდი სფეროები ჰქონდა და მე მგონია, დღესაც, ციხიდანაც შეუძლია თავისი გავლენის ამოქმედების შემთხვევაში კობახიძე ააყირაოს, - ამის შესახებ გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი შაიშმელაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ღარიბაშვილი ამას იმიტომ არ გააკეთებს, რომ ივანიშვილს დაუმტკიცოს თავისი ერთგულება, სიცოცხლის ბოლომდე.

"კობახიძემ ღარიბაშვილი საჯარო იმიტომ დაამცირა [საუბარია მისი სახლიდან ფულის ამოღებაზე], რომ, მოგეხსენებათ ის იყო როგორც შსს, ასევე თავდაცვის მინისტრი და ორივეგან არსებობენ მის მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანები, რომლებიც მისი ერთგულები იყვნენ იმ პერიოდში. შესაბამისად, ეს ქმედება იმიტომ გააკეთა კობახიძემ, რომ არცერთ სისტემაში არ გაჩნდეს ბზარი და არავის გაუჩნდეს სურვილი წავიდეს კობახიძის წინააღმდეგ, ეს ამიტომ გააკეთა და არა იმიტომ ნუნუკა თამაზაშვილის პოსტის ქვეშ, გოდება ვინმეს გაეკეთებინა.

ღარიბაშვილს გავლენის დიდი სფეროები ჰქონდა და მე მგონია, დღესაც, ციხიდანაც შეუძლია თავისი გავლენის ამოქმედების შემთხვევაში კობახიძე ააყირაოს, უბრალოდ ის არა კობახიძეს, არამედ ივანიშვილს დაუმტკიცებს, სიცოცხლის ბოლომდე ერთგულებას და არ წავა ამაზე", - განაცხადა შაიშმელაშვილმა.