მგალობელი ნაირა ჩხარტიშვილი, რომელიც პატრიარქთან ერთად 47 წელი გალობდა, ამბობს, რომ რომ თუ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს დანაბარებს შევისმენთ, "საქართველო ნამდვილად გაბრწყინდება".

"იმდენად მტკივნეულია იმდენად, ვხედავ მთელი ქვეყანა დასტირის, მე ვხედავ ყველას როგორ გიყვართ, ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემო სიხარულებო. ჩვენი მამა აღარ არის, მაგრამ ის ღმერთთან არის, ღმერთთან წავა, ეჭვი, მე დარწმუნებული ვარ, არავის არ ეპარება.

რაც დაგვიბარა თუ იმას შევისმენთ, საქართველო ნამდვილად გაბრწყინდება. თვითონ რას ამბობს - მიყვარხარ საქართველო, მიყვარხარ საქართველო, სამჯერ თქვა, მიყვარხარ საქართველო.

ძალიან ძნელია, ვიცი, რომ ძალიან გამიჭირდება, მაგრამ როგორ შეიძლება, რომ მე არ ვუგალობო ეს საგალობელი - დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო", - ამბობს ნაირა ჩხარტიშვილი. 

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პატრიარქს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.