ძალიან ბევრი მსგავსებებია მადუროს რეჟიმსა და ივანიშვილის რეჟიმს შორის. ავტორიტარული რეჟიმები ერთმანეთს ეხმარებიან, -  ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებაში" ვენესუელა ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფო ჰგონიათ.

"წარმოიდგინეთ, რა დონის უვიცებთან და უწიგნურებთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, ვენესუელა ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფო ჰგონიათ, აბა, სხვანაირად როგორ შეიძლება აიხსნას ევროპის კავშირის ხსენება.

ევროპის კავშირის 27 სახელმწიფოდან სხვადასხვა პოზიციები დაფიქსირდა - გერმანიის პოზიცია სხვა იყო, საბერძნეთის - სხვა და მაგალითად, ესპანეთის პოზიცია სხვა იყო.

მეორე ვერსიაა, რომ ტრამპს ვერ გაუბედეს და იფიქრეს, რომ მოდი, ისევ ბრიუსელზე ხომ არ გადავტეხოთ ჯოხიო.

ძალიან ბევრი მსგავსებებია მადუროს რეჟიმსა და ივანიშვილის რეჟიმს შორის. ავტორიტარული რეჟიმები ერთმანეთს ეხმარებიან და რასაკვირველია, ეს მათ მიიღეს, როგორც დარტყმა და როგორც ხიფათი, რომელიც მხოლოდ მათ დაინახეს", - განაცხადა გია ჯაფარიძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს.