მადურო ზუსტად ისეთივე დიქტატორია, როგორიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა, პასუხი გაეცა თავიანთი გლობალური კონკურენტებისთვის.

"ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა, პასუხი გაეცა თავიანთი გლობალური კონკურენტებისთვის და ამაში იგულისხმება ჩინეთი და ალბათ, ჩინეთის ხელში არსებულ ცოტა გათავხედებულ სათამაშოს რუსეთის ფედერაციას. აშშ-ის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ დაიწყო იმ პოზიციების აღდგენა დასავლეთის ნახევარ სფეროში, რომელიც აშშ-ს ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ ბოლო ადმინისტრაციების პირობებში ეს პოზიციები ცოტათი შესუსტდა და ამის სანაცვლოდ გაძლიერდა აშშ-ის კონკურენტის ჩინეთის პოზიციები.

"ქართულ ოცნებას" რაც შეეხება, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს განსხვავებული პოზიციები აქვთ ვენესუელასთან დაკავშირებით - ზოგი პირდაპირ, ზოგი კი ირიბად უპირისპირდებოდა ამ რეჟიმს, "ქართულ ოცნებას" კი ისიც არ შეუძლია პოზიცია დააფიქსიროს. მათ რუკაზეც არ დაუხედავთ და ვენესუელა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ჰგონიათ. მადურო ზუსტად ისეთივე დიქტატორია, როგორიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილი" , - განაცხადა გია ჯაფარიძემ.