პარლამენტში გია ცაგარეიშვილს სავარაუდოდ, არჩილ გორდულაძე ჩაანაცვლებს.

"ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით პარლამენტში შესვლა სწორედ არჩილ გორდულაძეს უწევს, რომელიც სიაში 75-ე ადგილზეა.

არჩილ გორდულაძე პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის ხელმძღვანელი იყო.

გიორგი ცაგარეიშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ დაინიშნა.