ჩვენი ამოცანაა, მივაღწიოთ იმ შედეგს, როგორც დაამარცხა ქართულმა საზოგადოებამ საბჭოთა რუსული კომუნისტური რეჟიმი, - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

"რელევანტურად მიმაჩნია ისტორიული მაგალითის მოყვანა, რომელიც არ არის იდენტური, მაგრამ არის არსებითად რელევანტური, ეს არის, როგორც დაამარცხა ქართულმა საზოგადოებამ საბჭოთა რუსული კომუნისტური რეჟიმი. მათ ჰქონდათ ძალაუფლება, ფორმალური სტრუქტურებიც, მაგრამ საზოგადოებაში არსებულმა ნებამ იმ ხარისხს მიაღწია, რომელსაც ის რეჟიმი ვეღარ უძლებდა. ჩვენი, საზოგადოების ამოცანა არის ამ შედეგის მიღწევა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციური პარტიები დიპლომატებს შეხვდნენ და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.