შეხვედრების გარდა იქნება ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული მოქმედებები, რა თქმა უნდა, იქნება აქციებიც, საგარეო ვიზიტებიც და ყველაფერი ის, რაც საჭიროა ივანიშვილის რეჟიმის დასასრულებლად, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის წინ და ეს საქმეები არის ძალიან კონკრეტული მიმართულებებით დაყოფილი.

"ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის წინ და ეს საქმეები არის ძალიან კონკრეტული მიმართულებებით დაყოფილი. ეს არის ივანიშვილის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალისხმევის გაერთიანება, მეორე - პროტესტის წინააღმდეგობის გაძლიერება, გაფართოება, გამრავალფეროვნება და მესამე - საგარეო ასპარეზზე ერთიანი კოორდინაცია. 

შეხვედრების გარდა იქნება ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული მოქმედებები, რა თქმა უნდა, იქნება აქციებიც, საგარეო ვიზიტებიც და ყველაფერი ის, რაც საჭიროა ივანიშვილის რეჟიმის დასასრულებლად", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.