ფასებთან დაკავშირებული მთელი ეს პოლიტიკა იყო ფარსი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ხელისუფლებამ კარგად იცის ფასებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

"ფასებთან დაკავშირებული მთელი ეს პოლიტიკა იყო ფარსი იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან თვითონაც ყველაფერი, ფასწარმოქმნის კომპონენტები იციან ძალიან კარგად, თუ სად რა შეიძლება, უბრალოდ ეს იყო ვითომ ზრუნვის გამოჩენა ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხზე იმიტომ, რომ თუ რამე აწუხებს ჩვენს საზოგადოებას დღეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ეკონომიკური საკითხია, მაღალი ფასებია, ოღონდ ეს მთავრობის მითითებით არ ხერხდება და არ ხდება, პირიქით, შეიძლება ამ მხრივ ვითარება გართულდეს, დეფიციტი შეიქმნას და ფასებმაც მოიმატოს ცალკეული მიმართულებით", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს საქსტატის ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებელი 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასების ყოველთვიური დაკვირვების შედეგად ითვლება, სადაც ყველაზე დიდი წილი სასურსათო პროდუქტებს უჭირავთ.