მიხეილ სააკაშვილი პარტიისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ის მარტო ლიდერი არ არის. ელექტორალური საფუძველი, ბაზა და ისტორიული მემკვიდრეობაა, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის პატიმრობამ პარტია დააზიანა.

"მიხეილ სააკაშვილი პარტიისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ის მარტო ლიდერი არ არის. ელექტორალური საფუძველი, ბაზა და ისტორიული მემკვიდრეობაა. ამიტომ, რა თქმა უნდა, მისმა პატიმრობამ ძალიან მნიშვნელოვნად პარტია დააზიანა, ფაქტობრივად, ორ ნაწილად დაიშალა. მე ვფიქრობ, პირიქით უნდა იყოს ასეთ დროს. როდესაც შენი ლიდერი, ვისზეც პოლიტიკური ფსონი გაქვს დადებული და ახლა გასაჭირშია, ტყვედაა აყვანილი, მეტი ერთსულოვნებაა საჭირო.

ვსაუბრობთ ერთიანობაზე და რაც უფრო მეტს ვსაუბრობთ, მით უფრო ცალ-ცალკე ვართ. ერთიანობა არის ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება. როდესაც ბრძოლაში მივდივართ, გარკვეულ თამაშის წესებს ვუწესებთ ერთმანეთს და ეს წესია, რომ ერთმანეთს ზურგში არ უნდა ჩაარტყა, თუ პრეტენზია გაქვს, უნდა გამოთქვა, მაგრამ არა ისე, რომ ხიდები დაწვა ერთმანეთთან", - განაცხადა გიგი უგულავამ.