სანამ ზოგადად ნარკოპოლიტიკა არ შეიცვლება, პრიორიტეტად არ იქნება ადამიანის სიცოცხლე და არა კონკრეტული ნივთიერება, არაფერი ეშველება ამ ყველაფერს, - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ინიციატივას ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შედეგი არ ექნება.

"არაფერი არ შეიცვლება, ჩემი აზრით, არანაირი შედეგი ამას არ მოჰყვება. ჩვენი ნარკოპოლიტიკა მიმართულია არა იმაზე, რომ ადამიანები ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ, არამედ ებრძვის კონკრეტულად ნივთიერებებს და ამის გამო, უფრო და უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება. 

სანამ ზოგადად ნარკოპოლიტიკა არ შეიცვლება, პრიორიტეტად არ იქნება ადამიანის სიცოცხლე და არა კონკრეტული ნივთიერება, არაფერი ეშველება ამ ყველაფერს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

"ქართული ოცნების" ინიციატივით, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება.