აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ, რა დროს რა აწყობთ იმას საუბრობენ, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ოცნებაში" რას ამბობენ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

"რას ამბობენ, რას არ ამბობენ - ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ, მოგიწოდებთ პრესა იქნებით, თუ სხვა დაინტერესებული ადამიანი, რომ ამ სისულელეებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ისინი არიან ჩვეულებრივი პიარით დაკავებული, რა დროს რა აწყობთ იმას საუბრობენ, "ნაციონალური მოძრაობის" გაუქმება დიდი ხანია, გეგმაში აქვთ. აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ.

რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ამ მოღალატეთა რეჟიმის ამ სრული ბელარუსიზაციის, ჩეჩენიზაციისა და კადიროვიზაციის პირობებში არანაირ არჩევნებში მონაწილეობას არც "ნაციონალური მოძრაობა" და არც სხვა ნორმალური პარტია არ აპირებს", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.