"ქართული ოცნების" ნაბიჯებს უნდა შევხედოთ დიდ სურათში - რა სურს ბიძინა ივანიშვილს და ეს სურათი გვიკარნახებს იმას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ივანიშვილი იმისთვის, რომ თავი დაიმკვიდროს და ავტოკრატიის გაფორმება, რაც მან დაიწყო, საბოლოოდ დაასრულოს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამისთვის ბიძინა ივანიშვილს აქვს ამოცანა, რაც ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს.

"ქართული ოცნების" ნაბიჯებს უნდა შევხედოთ დიდ სურათში - რა სურს ბიძინა ივანიშვილს და ეს სურათი გვიკარნახებს იმას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ივანიშვილი იმისთვის, რომ თავი დაიმკვიდროს და ავტოკრატიის გაფორმება, რაც მან დაიწყო, საბოლოოდ დაასრულოს. ამისთვის მას აქვს ამოცანა, რაც ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს, ეს არის - წინააღმდეგობის გაქრობა ქვეყანაში და პოლიტიკური ლიდერების, პოლიტიკური პარტიების, რომლებიც მის თამაშს არ თამაშობენ და დღემდე ეწინააღმდეგებიან, განულება და გაქრობა პოლიტიკური ველიდან. ეს ავტოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გზაა, რომ გყავდეს სატელიტი პარტიები, რომლებიც შენს თამაშს ითამაშებენ და რომლების კონტროლიც მარტივია და გყავდეს ისეთი სამოქალაქო ჯგუფები, მედიები ან ორგანიზაციები, რომლებიც ხალხის სურვილს, ან პრობლემებს კი არ გააჟღერებენ, არამედ მხოლოდ ფრაგმენტული გამონათება იქნება საზოგადოების, რომელსაც ძალა არ ექნება - ეს არის ივანიშვილის მიზანი", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.