"ფედერალისტების" წევრი გიორგი ნონიაშვილი აცხადებს, რომ მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

როგორც ნონიაშვილი Facebook-ზე წერს, სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა მიაქვთ.

"ჩემთან სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა-ამოღება. მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც. საფუძველი - Atlantic Council-თან დაკავშირებით რაღაც გამოძიება მიმდინარეობს, რომლის თანამშრომელიც სოფოა [გელავა]", - აღნიშნავს ნონიაშვილი.