გუშინ მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ევროკავშირი და „ქართული ოცნება“ შეუთავსებელია, ეს ორი ერთად შეუძლებელია, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ საქართველო წარმატებული ევროპული სახელმწიფო იყოს, უნდა ებრძოლონ "ქართულ ოცნებას“. 

"გუშინ მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ევროკავშირი და „ქართული ოცნება“ შეუთავსებელია - ეს ორი ერთად შეუძლებელია. "ქართული ოცნების“ პირობებში ვკარგავთ არამხოლოდ ევროპის პერსპექტივას, არამედ იმ მონაპოვარსაც, რომელიც ათწლეულების ბრძოლით არის მოპოვებული და რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის უვიზო მიმოსვლა და ის სიკეთეები, რაც მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მონაპოვარის დაცვისთვის, იმისთვის, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დაბრუნდეს, იმისთვის, რომ სამართლიანობა დაბრუნდეს საქართველოში და იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებული ევროპული სახელმწიფო ვიყოთ, უნდა ვებრძოლოთ „ქართულ ოცნებას“, რომელიც ამ მომავალთან შეუთავსებელია. ამ ბრძოლის ერთადერთი გზა არის წინააღმდეგობა, ართანამშრომლობა, რეჟიმის იზოლაცია და დემონტაჟი", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.