ფაქტია, რომ რუხაძე "იმედიდან" გაიქცა, თუმცა ამას რამდენად ექნება ინსტრუმენტის ძალა, რომ ის ამით აირიდებს სანქციებს, ეს სხვა საკითხია, -  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი გავლენის მქონე პირებიდან ერთ-ერთი რუხაძე იყო, რომლის სანქცირება აუცილებელი იყო.

"არ მგონია, ვინმე არსებობდეს ჭკუათმყოფელი ადამიანი, ვინც ვერ ხვდებოდეს, რომ რამდენიმე კვირით ადრე ირაკლი რუხაძის ნაბიჯი იყო შეთანხმება "ოცნების" ერთ-ერთ მხარდამჭერ ადამიანზე. ფაქტია, რომ რუხაძე "იმედიდან" გაიქცა, თუმცა ამას რამდენად ექნება ინსტრუმენტის ძალა, რომ ის ამით აირიდებს სანქციებს, ეს სხვა საკითხია. ფიქტიური შეთანხმებები ხდება საფუძველი იმისა, რომ სანქციები გავრცელდეს ამ ფიქტიური შეთანხმების ავტორზე.

ყველასთვის სამაგალითო უნდა იყოს, რომ ივანიშვილის და მისი რეჟიმის მიერ ძალიან მარტივად იწირება ყველა და ყველაფერი. კონსტიტუციური გადატრიალების ავტორები იყვნენ ივანიშვილი, რუხაძე და ფარცხალაძე, კიდევ სხვები, რომელთა სანქცირებაც აუცილებელი იყო. ესენი იყვნენ რეალური ძალაუფლების მქონე პირები საქართველოში, რომლებიც ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში მთავარი გავლენის მქონეები არიან. ასეთ ადამიანებს მარტივად შეუძლიათ გაწირონ ყველა და ყველაფერი, როგორც ეს რუხაძის მაგალითზე ვიხილეთ, ამიტომ, ეს რიგითი "ქოცებისთვისაც" სამაგალითო უნდა იყოს, რომ მათაც გაწირავენ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.