სიღარიბიდან ვინც ამოვიდა, ამოვიდა იმით, რომ საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, სამწუხაროდ, კლებულობს საქართველოს ტერიტორიაზე და სიღარიბის გამო უწევთ ადამიანებს ემიგრაციაში წასვლა, - ამის “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ბიუჯეტი, რომელიც განკუთვნილი უნდა იყოს აბსოლუტურად ყველასთვის, იძარცვება მთავრობის მიერ.

"სიღარიბიდან ვინც ამოვიდა, ამოვიდა იმით, რომ საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, სამწუხაროდ, კლებულობს საქართველოს ტერიტორიაზე და სიღარიბის გამო უწევთ ადამიანებს ემიგრაციაში წასვლა. საქართველოს ბიუჯეტი, რომელიც განკუთვნილი უნდა იყოს აბსოლუტურად ყველასთვის, რაღაც მონოპოლია ჰქონდა "ოცნებას" ბიუჯეტის განკარგვის, იმ ადამიანების საკეთილდღეოდ, რომლებიც მათ ქსელში იყვნენ გაწევრიანებულები იმიტომ, რომ როცა ვამბობთ ადამიანებზე, რომლებიც არიან ტროლ-ბოტების ქარხნებში დასაქმებულები, ადამიანები, რომლებიც ზონდერობენ, ყველა ეს ადამიანი არის მიბმული სახელმწიფო ბიუჯეტზე", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

სტატისტიკის მიხედვით, 126 ათასზე მეტი ადამიანისთვის საარსებო შემწეობა შეწყდა.