"ქართული ოცნების" მომხრეებიც კი შეშინებულები არიან. ისინი თავადვე იძახიან, რომ ისეთი ტიპის დიქტატურა მყარდება, რომელიც უკვე საშიშია, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხმა რომ იწინასწარმეტყველოს, რა კანონებს შემოიღებენ და რით შეზღუდავენ საზოგადოებას, უნდა ადევნონ თვალი რუსეთში მიმდინარე პროცესებს და მათ კანონებს.

"ქართული ოცნების" მომხრეებიც კი შეშინებულები არიან. ისინი თავადვე იძახიან, რომ ისეთი ტიპის დიქტატურა მყარდება, რომელიც უკვე საშიშიაო. მსგავსი რამ ბევრმა მითხრა უკვე ქუჩაში შემთხვევით შეხვედრისას. ამას იმიტომ ამბობენ, რომ ისეთ კანონებს იღებენ, რომელიც ყველას უქმნის საფრთხეს და რომელიც უფრო მკაცრდება. "რუსულ კანონზე" რომ ვსაუბრობდით, ის "რუსული კანონი" უკვე ოთხჯერ არის დამძიმებული.

ხალხმა რომ იწინასწარმეტყველოს, რა კანონებს შემოიღებენ და რით შეგვზღუდავენ საზოგადოებას, უნდა ადევნონ თვალი რუსეთში მიმდინარე პროცესებს და მათ კანონებს. რუსეთის მთავრობას შეუძლია, ნებისმიერ ადამიანს გაუთიშოს ინტერნეტი და ივანიშვილის ქმედებებიც მიახლოებულია, ზღუდავს ნელ-ნელა ადამიანებს, უბრალოდ მას სურს, რომ ნაკლები ხარჯებით გავიდეს ფონს და ავტორიტარიზმი უფრო მარტივად დაამყაროს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.