ღარიბაშვილმა ბიუჯეტი მოიპარა, ლილუაშვილმა პატარა ბავშვების ულუფა მოიპარა, მკვლელი ყოფილა ფარცხალაძე, ევროპული მომავალი მოგვპარა კობახიძემ და უტიფრად, ფარისევლურად გვეუბნება, რომ ახლა მაღალ ფასებს შეებრძოლება, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანები საქართველოში ლომბარდის და ბანკის სესხების რიგებში დგანან, რომ ოჯახში სურსათისთვის თანხა შეიტანონ.

"ადამიანები საქართველოში ლომბარდის და ბანკის სესხების რიგებში დგანან, მაღაზიებში ეძებენ ფასდაკლებებს, რომ ბავშვებისთვის სურსათი შეიძინონ. საუბარი იმაზე, რომ სკოლაში როგორ გაუშვან შვილები, რა უყიდონ და ასე შემდეგ, მაგაზე საუაბრიც არ არის.  და რატომ გაგვიძვირდა ცხოვრება? - იმიტომ, რომ ივანიშვილმა ამ ჯგუფთან ერთად გაგვძარცვა, გაგვაღარიბა, არ არის სამუშაო ადგილი და ხალხს უთხრა - მე გიშოვით გერმანიაში სამუშაო ადგილს, მე გაგიშვებთო.

ახლა რა დადასტურდა ამ ბოლო პერიოდში - ღარიბაშვილმა ბიუჯეტი მოიპარა, ლილუაშვილმა პატარა ბავშვების ულუფა მოიპარა, მკვლელი ყოფილა ფარცხალაძე, ევროპული მომავალი მოგვპარა კობახიძემ და უტიფრად, ფარისევლურად გვეუბნება, რომ ახლა მაღალ ფასებს შეებრძოლება", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.