დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, რომლებმაც საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართეს, "გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ არიან.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების გზავნილი არის ის, რომ მზად არის აშშ-თან  ურთიერთობების განსატვირთავად.

"ეს ადამიანებიც არიან "გლობალური ომის პარტიის" გავლენის ქვეშ. ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ვგულშემატკივრობთ "დიფ სთეითის" დამარცხებაში. რამდენად შეძლებს და მოახერხებს, ვნახოთ. პარალელურად მზად ვართ, რომ დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან.

ეს არის ჩვენი გზავნილი, ჩვენი დამოკიდებულება და სურვილი, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, რათა შევძლოთ მეგობრობა, პარტნიორობა და, ცხადია, ეს უნდა იყოს ორმხრივი და არა ცალმხრივი“, - განაცხადა კახა კალაძემ.