კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში, საფრთხეს უქმნის ევროკავშირის კანდიდატობას, -  წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

"ევროპარლამენტის პოზიცია "ქართული ოცნების" რუსულ კანონზე ძალიან მკაფიოა: ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის კანდიდატობას. ამის შესახებ 10 დღის წინ წერილში განვაცხადეთ. ჩვენ ამას განვაცხადებთ ევროკავშირის რეზოლუციებში.

კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში", - წერს ევროპარლამენტარი.