თქვენ - ხალხს, ეს ხელისუფლება არ გისმენთ, არ აინტერესებთ ჩვენი საზოგადოების პრობლემები, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ხელისუფლების მიზანი ფულის მიტაცება და ხალხის გაღარიბებაა.

"ვისი ბრალია, რომ საქართველოში ყველაფერი არის ასეთი ძვირი, ვისი ბრალია, რომ ფასები იზრდება საწვავზე, ელექტროენერგიაზე, სურსათზე?! ამას აქვს კონკრეტული სახელი - ეს არის დაჯგუფება, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება, რომლის მიზანიც ამ ქვეყანაში ფულის კეთებაა.

თქვენ - ხალხს, ეს ხელისუფლება არ გისმენთ, არ აინტერესებთ ჩვენი საზოგადოების პრობლემები, მათ აინტერესებთ, თუ რამდენის მოპარვას შეძლებენ, რამდენს წაართმევენ ადამიანებს, რომ მეტი მიიტაცონ და მიითვისონ", - განაცხადა გიორგი  ვაშაძემ.

"ოპოზიციის ალიანსის" წარმომადგენლები ეკონომისტებს შეხვდნენ, სადაც ეკონომიკურ გამოწვევებსა და მაღალ ფასებზე ისაუბრეს.