„ლელოს“ შეცდომა ქვეყანას დაუჯდება მაღალი ფასი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

"საერთაშორისო პარტნიორებთან გამოიწვევს გაუგებრობას; სანქციების პროცესი, შეიძლება, შეჩერდეს და კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა დაგვჭირდეს ივანიშვილის და მისი კარტელის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს;

სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ჩვენს საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ძალიან, ძალიან დიდი, უპატიებელი შეცდომაა“, – წერს დეკანოიძე.