იზოლაცია ივანიშვილისთვის არის პრობლემა, მას ეშინია და ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის წერილიც, სადაც ის რუსეთს ადანაშაულებდა, რომ თავის მოკავშირეებს ვერ იცავს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ამბობს, რომ არ აინტერესებს კომისიების დასკვნები, სინამდვილეში კი, ის განიცდის იზოლაციას.

"ქართული ოცნება" ამბობს, რომ არ გვაინტერესებს, ევროკავშირი, ან ჰელსინკი კომისია რას იტყვის, აბა, ბიძინა ივანიშვილი თავის წერილში, რომელსაც შათირიშვილს აწერინებს, რატომ წუწუნებს იმაზე, რომ პრაქტიკულად, იზოლაციაშია?! მას ადარდებს იზოლაცია, მას ძალიან კარგადაც ადარდებდა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესება, უბრალოდ, ეს არ მოხერხდა იმიტომ, რომ ყველამ ზუსტად და ძალიან კარგად იცის, როგორი ძალადობის რეჟიმს და სახეს წარმოადგენს ივანიშვილი.

იზოლაცია ივანიშვილისთვის არის პრობლემა, მას ეშინია და ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის წერილიც, სადაც ის რუსეთს ადანაშაულებდა, რომ თავის მოკავშირეებს ვერ იცავს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ჰელსინკის კომისიაში დისკუსია 28 იანვარსაა ჩანიშნული.