ჩვენს კონტინენტზე დემოკრატიის დამცავი ბადე უნდა გავშალოთ.  გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა გაფართოების სტრატეგიაზე დებატებისას, საქართველოზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მიიღეს ახალი კანონი, რომელიც თავს ესხმის ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეს და კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას ევროპული მომავლისგან, რომელიც მისი მოსახლეობის უმრავლესობას სურს.

"ხედავთ საქართველოში რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს. ავტოკრატიული სისტემა თრგუნავს დემოკრატიულ გამოხატვას. მათ ახლახან მიიღეს ახალი კანონი, რომელიც თავს ესხმის ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეს და კიდევ უფრო აშორებს საქართველოს ევროპული მომავლისგან, რომელიც მისი მოსახლეობის უმრავლესობას სურს. ისინი ატყუებენ საკუთარ ხალხს, რომ მათ ქვეყანა ევროკავშირში შეჰყავთ და რომ ევროკავშირია ის, ვინც მათ უნდა მოერგოს. მივმართავ ჩვენს ქართველ მეგობრებს, ქართველი ხალხის უმრავლესობას,  რომლებიც აფასებენ დემოკრატიას და თავისუფლებას, ჩვენ არ გტოვებთ", - განაცხადა მარტა კოსმა, რომლის კომენტარსაც “ევროსკოპი“ ავრცელებს.