10 მარტს, უკრაინულმა ძალებმა ბრიანსკში რუსულ სამხედრო ქარხანას დაარტყეს, რომელიც რაკეტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპონენტებს აწარმოებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ მას უკრაინული ჯარების წარმატებული ოპერაციის შესახებ ანგარიში ჩააბარა.

"ბრიანსკის ქარხანას დარტყმა მიაყენეს. ეს ქარხანა ყველა ტიპის რუსული რაკეტის მართვის სისტემებს აწარმოებდა. შემიძლია მივულოცო ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ისინი კარგად მუშაობენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა დამატებითი დეტალები არ გაამხილა.

პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ინტერნეტში ბრიანსკზე სარაკეტო დარტყმების ამსახველი ვიდეოები გამოჩნდა.