კობახიძე ჰყავდეს თუ უნდა ბოლომდე, არჩევნებამდე, ღმერთმა შეარგოს, რაც უფრო დიდხანს ეყოლება, მით უკეთესი ჩვენთვის, მაგრამ ასე არ იქნება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"კობახიძე ჰყავდეს თუ უნდა ბოლომდე, არჩევნებამდე, ღმერთმა შეარგოს, რაც უფრო დიდხანს ეყოლება, მით უკეთესი ჩვენთვის, მაგრამ ასე არ იქნება. დღევანდელმა დღემაც აჩვენა. თუ მით უმეტეს არჩევნების დანიშვნა უნდა, ფორმალური პრეტექსტი იქნება ამ კაცის გათავისუფლება და მერე ახალი არჩევნების არ დანიშვნის მოტივით, რაც ძალიან მარტივია ბიძინასთვის, პარლამენტის დათხოვნა და ახალი არჩევნების ჩანიშვნა. კობახიძეს ისედაც პოლიტიკური სიკვდილის ბუზი აზის, ეს არავის გაუკვირდება, რომ ხვალ აღარ იყოს. არჩევნებში თუ შევდივარ უნდა ვიცოდე, რომ ტარდება არჩევნები და  რა ის, რომ გამოვალ და ვიტყვი, რომ გაყალბებული პროცესია. მაგრამ, რა მორალური უფლება მაქვს შევიდე იქ, სადაც ზუსტად ვიცი, წინასწარვე, რომ ვერ გამოვიტან რეალურ შედეგს. ანუ ის, რაც რეალურად მოხდება, არ იქნება დატანილი ფურცელზე. იმაზე ხომ ვერ ვილაპარაკებთ, რომ შეუძლებელია სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ეს ხომ აბსურდია, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ამისთვის საჭიროა მხოლოდ ნება, იმისი ვინც მონაწილეობს არჩევნებში და ნიშნავს არჩევნებს, ხელისუფლების პირველ რიგში. ეს ნება თუ არსებობს, ჩატარდება სამართლიანი არჩევნები, ამას ლაპარაკიც არ უნდა", - აცხადებს გვარამია.

მისივე თქმით, ივანიშვილთან არანაირ საკითხზე ვაჭრობა არ შეიძლება, რადგან მას ვერავინ მოუგებს და ეს არაერთხელ დადასტურდა. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ დათმობებზე წავიდეს, ხელისუფლების მიღმა დარჩენის შიშით, ისე, როგორც ზელენსკისთან მიმართებაში წავიდა.

"ბიძინას ვაჭრობაში ვერ მოუგებს ვერავინ, რადგან ამ ქვეყანაში ეს კაცი ამის ჩემპიონია, დადასტურდა ეს ბევრჯერ. აზრი არ აქვს. უნდა დაუჯდე ხისტად და სწორხაზოვნად და უთხრა, რომ პატიმარი არის ყველა, ერთი მაინც თუ რჩება, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაში იტყუები, არ მოგყვები. მეორე - არჩევნები არჩევნებია, შენ თუ იტოვებ ქვეშიდან გამოსაძრომს და გასაყალბებელს, მაშინ ვერ ვთანხმდებით. თუ ამაში რომელიმეში წავყვებით და მას მივცემთ ფორმალურ წინაპირობას მაინც, რომ დასავლელებს უთხრას, ეს არის არჩევანი, გვარამია, ხოშტარია, მელია გიჟები არიან და მაგიტომ არ შემოდიან არჩევნებში, ეს კი, გიჟი რომელიც არ არის, მომყვება ამ არჩევნებში, ეს იქნება ზუსტად ის, რაც უნდა ივანიშვილს.

დღეს ცხადად ჩანს, რომ ეს კაცი პრაქტიკულად ყველაფერში წავიდა დათმობებზე, ბოლო წერტილი იყო ზელენსკი. კაცი, რომელსაც ყველაზე მეტად ეშინია პუტინის, იმაზეც წავიდა, რომ მის მთავარ მტერს გვერდით დაუდგა. ბოლო რაც დარჩა, რაც იმაზე მეტადაც ეშინია, ვიდრე პუტინის, ეს არის ხელისუფლების მიღმა დარჩენა და ამაზეც წამოვა, თუ ვიქნები სწორხაზოვნები", - განაცხადა გვარამიამ.