რუსი "ტიტუშკები" მოქმედებენ. სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს იმას, რაც ვნახეთ უკრაინაში ანტი-მაიდანზე, რუსეთში და ასევე, ბელარუსში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი  სოციალურ ქსელში წერს.

"რუსი "ტიტუშკები" მოქმედებენ. სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს იმას, რაც ვნახეთ უკრაინაში ანტი-მაიდანზე, რუსეთში და ასევე, ბელარუსში - სპეციალური (საპოლიციო) ძალები საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე, მაგრამ ძალიან ბევრი ძალადობით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ",  - წერს ვიოლა  ფონ კრამონი.

რუსთაველზე აქციის მონაწილეები ამ დრომდე იმყოფებიან. სპეცრაზმმა უკვე რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი რამდენჯერმე გამოიყენა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, არიან დაკავებულები.