ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზანი - ეს საქმე აუცილებლად უნდა წავიდეს სტრასბურგის სასამართლოში, ეს საქმე აუცილებლად ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,"ქართული ოცნება" მხარდამჭერებს აჩვენებს, როგორ მძლავრობენ, როგორი ძალა აქვთ და როგორ გააუქმებენ ოპოზიციურ პარტიებს.

"ვხედავთ, რომ "ქართული ოცნების" დავალება არის, რომ შექმნან სასამართლოსთან ერთად პროცესი, სადაც ელექტორალურ საზოგადოებას, მათ მხარდამჭერებს აჩვენებენ, როგორ მძლავრობენ, როგორი ძალა აქვთ და როგორ გააუქმებენ ოპოზიციურ პარტიებს.

ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზანი - ეს საქმე აუცილებლად უნდა წავიდეს სტრასბურგის სასამართლოში, ეს საქმე აუცილებლად ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. ჩვენ ამ კვირაში ჩვენს არგუმენტებს ვიტყვით და საზოგადოებას ვანახებთ სარჩელის აბსურდულობას", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა განახლდა.