საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინული მხარის ინიციატივით, გაიმართა ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის სატელეფონო საუბარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდრეი სიბიგასთან.

მისივე ცნობით, საუბრისას განხილულ იქნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს.