მამუკა მდინარაძის სახის გამომეტყველებაც იმის მთქმელი იყო, რომ არანაირ დაწინაურებას ადგილი არ აქვს, - ამის შესახებ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" შიგნით ძალაუფლების გადანაწილებაზე მიმდინარეობს დაპირისპირებები.

"ცხადია, ამ ვითარებაში ყველანაირი შეფასება სპეკულაციურია, როცა საქმე "ქართულ ოცნებას" ეხება, ცხადია, რომ აქ ცვლილებები ემსახურება არა სახელმწიფოებრივ ინტერესს, არამედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესს და "ქართული ოცნების" შიგნით ძალაუფლების გადანაწილების საკითხს.

როგორც წესი, სამთავრობო გადაადგილებებს წინ უსწრებს რაღაც ტიპის შიდა კრიზისი, რომელიც მერე გამოიხატება იმაში, რომ საკვანძო თანამდებობებზე გადაადგილებები ხდება ხოლმე იმის მიხედვით, ვინ როგორ შემსრულებლად ჩაითვლება ამა თუ იმ ბრძანების. ამ შემთხვევაში, მდინარაძის სახის გამომეტყველებაც იმის მთქმელი იყო, რომ არანაირ დაწინაურებას ადგილი არ აქვს. 

ალბათ, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მან თავი სათანადოდ ვერ გაართვა იმ საერთაშორისო დანაშაულებთან მიმდინარე გამოძიებებს და ამით ამოწურა თავისი თავი და ალბათ, უთხრეს, რომ მისი თანამდებობა დაიცდის", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.