მე დარწმუნებული ვარ, რომ სუსის ე.წ. უფროსმა მამუკა მდინარაძემ არ იცოდა, რომ ეს ელოდა მას. კაცი დღეს გენერალი გახდა და გააცილეს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი წყვეტს ერთპიროვნულად ყველაფერს და წყვეტს საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

"ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს სჭირდებოდა და დღესაც სჭირდება იმისათვის, რომ ყველა ის გადაწყვეტილება, რასაც ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, სიტყვის შეუბრუნებლად აღასრულოს. მე არ მგონია, რომ ირაკლი კობახიძე დიდი ხნით იყოს პრემიერ-მინისტრი. ჩვენ ხომ ვიცით, როგორ ცვლის ივანიშვილი პრემიერ-მინისტრებს, ასე იყო ღარიბაშვილის შემთხვევაშიც, ბახტაძისა და კვირიკაშვილის შემთხვევაშიც.

მდინარაძის შემთხვევას რაც შეეხება, თუ კარგად გავიხსენებთ, ლილუაშვილსაც ასე ჰპირდებოდნენ სამინისტროს შექმნას, მაგრამ... ვნახოთ, რა იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ სუსის ე.წ. უფროსმა მამუკა მდინარაძემ არ იცოდა, რომ ეს ელოდა მას. კაცი დღეს გენერალი გახდა და გააცილეს.

ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებებს იღებს პირადი ინტერესებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ეს ხომ ცხადია. ყველა ბიძინა ივანიშვილის მინისტრია და ყველა იმას გააკეთებს, რასაც დაავალებთ, არ გააკეთებენ და რაც დაემართებათ, გასაგებია", - განაცხადა თენგო თევზაძემ.