"ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან პირდაპირ კავშირშია ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული პარტია, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მარიამ დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 5 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან და მტკიცებულებების მიუხედავად, არავინ დასჯილა ამ საქმეზე.

“ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან პირდაპირ კავშირშია ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული პარტია. 

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, მაშინ როდესაც რუსულმა ოცნებამ არჩევნები  წააგო, 19 ოქტომბერს გამოგვეცხადა ირაკლი კობახიძე და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებსა და ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ მათ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ეყოლებოდათ. 

ამ განცხადებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. 

არსებობს უამრავი მტკიცებულება და ჩანაწერი იმისა, რომ ნუგზარ ფუტკარაძეზე მიდიოდა წარმოუდგენელი ზეწოლა, დაშინება, მუქარა, შანტაჟი, მათ შორის სცადეს მისი მოსყიდვაც და შესთავაზეს 100 000 დოლარი. 

ნუგზარ ფუტკარაძემ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ოჯახის წევრთან საუბარში აღნიშნა კიდეც, რომ ეშინოდა,შვილებისთვის რაიმე არ დაეშავებინათ. 

5 წელი გავიდა ნუგზარ ფუტკარაძის ბურუსით მოცული გარდაცვალების შემდეგ და ამ დრომდე არ არსებობს ერთი დასჯილი პირიც კი, მიუხედავად უამრავი მტკიცებულებისა. 

ირაკლი კობახიძე ვერასდროს ჩამოირეცხავს ნუგზარ ფუტკარაძის სისხლს მისი ბინძური ხელებიდან“, - განაცხადა მარიამ დოლიძემ.