მათთვის მიუღებელია სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლობა, პრეზიდენტის მონაწილეობა ოფიციალურ ღონისძიებებში, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მან საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის არმიწვევა გააკრიტიკა.

"ეს ადამიანები არიან ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი, ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე. მათთვის მიუღებელია სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლობა, პრეზიდენტის მონაწილეობა ოფიციალურ ღონისძიებებში. დღევანდელ დღეს, როდესაც ყველა ხელისუფალი უნდა ასხივებდეს ერთობას და ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებას, ესეც ნათლად გამოჩნდა, რომ პრეზიდენტი არ მოიწვიეს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის მიერ, არ ყოფილა მიწვეული პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე.