მე არ ვიქნებოდი იმ კოალიციის წევრი, სადაც იმ ლიდერს, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყოველდღე აგინებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ამას ამბობს არა როგორც პარტიის წევრი, არამედ როგორც მხარდამჭერი.

"მე არ ვიქნებოდი იმ კოალიციის წევრი, სადაც იმ ლიდერს, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყოველდღე აგინებენ, შეურაცხყოფენ და ამბობენ, რომ კიდიათ მიშა, თუ მიშა კიდია, იქ შენ არ უნდა გაჩერდე, მე რომ გადაწყვეტილების მიმღები ვიყო, საერთოდ მაგ კოალიციაში არ ვიქნებოდი. გამორიცხულია. არსებობს წითელი ხაზები, რის იქითაც ადამიანები არ გადადიან, როდესაც ეს ფორმა შეურაცხყოფის არის ძალიან რთული, მე საერთოდ იქ არ ვიქნებოდი, მაგრამ ამას მე ვამბობ, როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი და არა როგორც პარტიის შიგნით მყოფი ნანუკა", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.