უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების არაერთ სამხედრო, ლოგისტიკურ და ინდუსტრიულ ობიექტზე დარტყმების სერია განახორციელა, - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

"რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. აფიპსკის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა რუსეთის სამხრეთში ერთ-ერთ უდიდეს ქარხანად ითვლება. მისი გადამუშავების წლიური ოდენობა წელიწადში 6.25 მილიონ ტონას შეადგენს. ქარხანა აწარმოებს დიზელის საწვავს, ბენზინს და მაზუთს, რომლებიც მათ შორის სამხედრო ლოგისტიკისთვის გამოიყენება.

ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სევასტოპოლში, დაზიანდა უპილოტო საზღვაო ნავების წარმოებასა და აღჭურვასთან დაკავშირებული ობიექტი. ის გამოიყენებოდა შავ ზღვაში პლატფორმების ასაწყობად და მოსამზადებლად. ასევე დარტყმა განხორციელდა უპილოტო საფრენი აპარატების საწყობზე.

დარტყმები დაფიქსირდა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რუსული ჯარების სამეთაურო პუნქტებზე. ასევე, დონეცკის რეგიონში, ნოვოანდრიევკას მახლობლად, დრონების მართვის ცენტრზე, ლუგანსკის ოლქში დრონების დანაყოფების კონცენტრაციის ზონასა და ავდიივკას მახლობლად, დრონების წარმოებისა და შეკეთების სახელოსნოზე. უკრაინის თავდაცვის ძალები გააგრძელებს რუსი აგრესორის შესაძლებლობების სისტემატურად შემცირებას. გაგრძელება იქნება!" - აღნიშნულია ინფორმაციაში.