მე რა მიქნეს დღემდე არ ვიცი, ვარ ეტლში და მარცხენა თვალიდან ვერ ვხედავ, გიორგი ბაჩიაშვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. შემდეგი თქვენ ხართ, ვინც ამას კითხულობს!, - ამის შესახებ დაკავებული ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, შეძრწუნებულია იმის გამო, რაც გიორგი ბაჩიაშვილს გადახდა თავს.

"შეძრწუნებული ვარ, არ ვიცი რა დავწერო ჯერ გონზე ვერ მოვდივარ. რა კრიმინალური დანაშაულიც გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ჩაიდინეს, გამოუთქმელი ბოროტებაა.

გიორგი ბაჩიაშვილი არის უწესიერესი, უკეთილშობილესი, უვაჟკაცესი და უდანაშაულო ადამიანი. მძიმეა იმის შეგრძნება, რომ ამ დროს ვერაფრით ეხმარები.

ჩემი სოლიდარობა და თანადგომა მას.

მინდა საზოგადოებას მივმართო - საქართველოს გადასარჩენად ბრძოლაში ჩართულებს და სამარცხვინოდ პირში წყალჩაგუბებულებს - საკმარისია!

მე რა მიქნეს დღემდე არ ვიცი, ვარ ეტლში და მარცხენა თვალიდან ვერ ვხედავ, გიორგი ბაჩიაშვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ვინ იქნება შემდეგი?!  

ჩემი აზრით, შემდეგი თქვენ ხართ, ვინც ამას კითხულობს! 

რადგან პოლიტპატიმრებთან ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ, შემდეგი შეიძლება ნებისმიერი სინდისის პატიმარი იყოს. 

ვიღაცები ამ ქვეყანაში მგონი ვერ აცნობიერებენ სად ვართ და რა ტიპის ბრძოლა მიმდინარეობს. პირველი რაც გვჭირდება გამარჯვებისთვის არის ის, რომ ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. 

ყველა მოღალატე შინაური თუ გარეშე უნდა იყოს რიდის გარეშე თავისი სახელის მატარებელი  და დიახ, ნებისმიერი პოლიტიკური აქტორი, რომელიც მონაწილეობას იღებს არჩევნებში და ცდილობს ტერორისტული ორგანიზაციის "ოცნების" რეანიმირებას, არის მოღალატე, თითქოსდა გახსნილი დიალოგის საფარქვეშ.

მათ არ მოუსმინეს პოლიტპატიმრებს, მათ ოჯახებს, არც საპროტესტო ელექტორატის უმრავლესობას, არც სხვა პარტიებს, არც საკუთარი პარტიის წევრებს და არც ევროკავშირის რეკომენდაციებს.

გჯერათ, რომ ერთი ოლიგარქის მოშორების შემდეგ, ამ ტიპის ახალი ოლიგარქი ხალხს მოუსმენს? პასუხი არის - არა!

გამოსავალი არის დაუმორჩილებლობა და ბრძოლა ყველანაირი ბოიკოტით, რაც ფაქტია ამ სისტემას, ნელა, მაგრამ აზიანებს.

კიდევ არის დრო, რომ ეს გადამწყვეტი ბრძოლა მოვიგოთ რეალურად. უნდა გავერთიანდეთ და ყველაფრის ფასად გადავარჩინოთ საქართველო და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დავამხოთ რუსეთი თავისი მონებიანად! 
ცეცხლი ოლიგარქიას! როგორც მოქმედს ისე პოტენციურს! გავიმარჯვებთ სახელოვნად", - წერს გიორგი ჩიკვაიძე.