ან თავი აღარ უნდა გავისულელოთ ან ვაღიაროთ ის, რომ სერიული მკვლელების ხელშია ქვეყანა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

"ჩვენ საქმე გვაქვს მკვლელების კორპორაციასთან. მათი პირველი რიტუალური მსხვერპლი იყო 8 თვის ბარბარე რაფალიანცი. მაშინ ივანიშვილს რუსეთიდან ჩამოსულმა 5-კაციანმა სპეცჯგუფმა შესთავაზა ორი ვარიანტი, ან მასზე, როგორც კანდიდატზე თავდასხმის იმიტაცია, ან ვინმე აქტივისტის მკვლელობა.

ივანიშვილმა თავდასხმის იმიტაციაზე უარი თქვა, შესაბამისად მოხდა 8 თვის ჩვილის რიტუალური მკვლელობა.
რაფალიანცის მკვლელობა იყო რუსული სპეცოპერაციის ნაწილი და მათ შორის, ამ უმანკო ბავშვის სისხლით მოვიდა ივანიშვილი ხელისუფლებაში, მე ვაკისრებ პასუხისმგებლობას ივანიშვილს, ბარბარე რაფალიანცის მკვლელობაში.

შემდეგი შეკვეთილი მკვლელობა იყო ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა. ეროსი პრეტენზიას აცხადებდა "რუსთავი 2"-ზე, რომლის მიტაცებითაც დაკავებული იყო ივანიშვილი და ეროსი პირდაპირ უშლიდა ხელს. მოაწყვეს მისი თვითმკვლელობის იმიტაცია. ჯგუფი აქაც იყო ჩამოსული რუსეთიდან, მისი ძმა, რომელიც ამას ხმამაღლა აპროტესტებდა დააშინეს და მოისყიდეს. მე ვაკისრებ პასუხისმგებლობას ივანიშვილს ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობაში.

შემდეგი მკვლელობა იყო თამარ ბაჩალეიშვილი, რომელიც ამხელდა ივანიშვილის ტროლ-ბოტების ფაბრიკას. აქაც მოხდა მისი თვითმკვლელობის იმიტაცია. მე ივანიშვილს ვაკისრებ პასუხისმგებლობას თამარ ბაჩალეიშვილის მკვლელობაში.

ამას მოჰყვა რიჟვაძის ე.წ. თვითმკვლელობა. რიჟვაძის "თვითმკვლელობა" ვისი შეკვეთილია, მე მგონი ყველა ხვდება.

როდესაც ბაჩიაშვილს ივანიშვილმა მიუგზავნა ციხის უფროსის მოადგილე დავით გოგობერიშვილი და ამ უკანასკნელმა ვერ შეასრულა დავალება, ის მოკლეს საკუთარ გარაჟში და ამით დააშინეს ბაჩიაშვილი. ესეც გაფორმდა თვითმკვლელობად. მე ივანიშვილს ვაკისრებ პასუხისმგებლობას დავით გოგობერიშვილის მკვლელობაში.

პირდაპირ ივანიშვილის დავალება იყო 2022 წელს ჩემი მკვლელობის მცდელობა ციხეში, როცა დაწყებული ომის ფარგლებში გადაწყვიტეს ჩემი მოწამვლა და ასე მოშორება. მე ივანიშვილს ვაკისრებ პასუხისმგებლობას ჩემი მკვლელობის მცდელობაში. ნუ ეს უშუალოდ რაც ივანიშვილის ეხება.

გარდა ამისა, რამდენიმე ძალოვანმა "მოიკლა თავი" ბოლო წლებში, ეს უკვე ივანიშვილის ქვეშევრდომების ინიციატივა იყო, მათი პატრონის მიბაძვით.

თუ ყველაფერ ამას გავაანალიზებთ მივხვდებით, რომ საქმე გვაქვს ერთნაირ ხელწერასთან და სერიულ მკვლელებთან და თუ გვინდა თავი მოვიტყუოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა მთავრობის პერიოდთან შედარებით, როცა ასეთი თვითმკვლელობები არ იყო, ივანიშვილის დროს, მათ ვინც ივანიშვილს ხელს უშლიდა მასობრივი გართულება დაიწყო და ყველამ მასობრივად გადაწყვიტა თვითმკვლელობა.

მოკლედ ან ქართველები გახდნენ თვითმკვლელობები ან თავი აღარ უნდა გავისულელოთ ან ვაღიაროთ ის, რომ სერიული მკვლელების ხელშია ქვეყანა", - წერს სააკაშვილი.