პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 49 პირი შეიწყალა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 14 არასაპატიმრო და 34 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 1 პირს მოეხსნა ნასამართლობა.

"საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.