"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს და წერს, რომ ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიში ახალ რეალობას ქმნის - "ნელ-ნელა ამას ყველა შეიგრძნობს".

"უდიდესი გარღვევა მოხდა. და ეს გარღვევა ხალხის სიჯიუტემ, პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობოების მუშაობამ მოიტანა. მოსკოვის მექანიზმი ქმნის აბსოლუტურად ახალ რეალობას. ნელ-ნელა ამას ყველა შეიგრძნობს. უფრო კონკრეტულად:

"ქართული ოცნება" არალეგიტიმურად და საერთაშორისო ბრალდებულად ცნეს. აღიარება-არაღიარება კი არა, "ქართული ოცნება" პოლიტიკის მიღმა, დამნაშავეების გვერდით აღმოჩნდა. ასეთების ადგილი კი სასამართლოებში, მათ შორის ჰააგაშია.

ქართველ ხალხს მისცეს რეჟიმის პასუხისგების კონკრეტული და ძალიან ბევრი ინსტრუმენტი.

შეიცვალა ძალთა ბალანსი ჩვენსა და რუსულ ოცნებას შორის. მოძალადის წინააღმდეგ მოგვცეს სამართლიანი ძალის იარაღი!

ახლა მთავარი პასუხისმგებლობა ოპოზიციის ალიანსზეა, ოპტიმალურად რომ გამოვიყენოთ ყველა ეს ბერკეტი ცვლილებების მოსატანად", - წერს ელენე ხოშტარია.