"ნაციონალური მოძრაობა" ვთავაზობთ ბიძინა ივანიშვილის ბანდიტურ დაჯგუფებას დებატებს იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ფასების სტაბილურობისთვის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამი ნაბიჯი, რომლითაც საწვავის ღირებულებას 30-40 თეთრით გავაიაფებთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ინიციატივა, როგორ შეჩერდეს დენის ტარიფი.

"ოცნებას" არაფრის შეთავაზება აღარ შეუძლია ქართველი ხალხისთვის, ვინაიდან, მაღალი ფასების უკან დგას მათი კორუფციული ინტერესი, კორუფციული წილი. სწორედ ამიტომ გააძვირეს დენის ტარიფი, სწორედ ამიტომ არის მაღალი ფასები საწვავზე და სწორედ ამის გამო უჭირთ ჩვენს თანამოქალაქეებს სოფლად.

ჩვენ - "ნაციონალური მოძრაობა" ვთავაზობთ ბიძინა ივანიშვილის ბანდიტურ დაჯგუფებას დებატებს იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ფასების სტაბილურობისთვის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამი ნაბიჯი, რომლითაც საწვავის ღირებულებას 30-40 თეთრით გავაიაფებთ. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, როგორ შევაჩეროთ დენის ტარიფი, ჩვენ გვაქვს ინიციატივა, როგორ დავეხმაროთ სოფლად მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.