სამმა პროდასავლურმა კოალიციამ  ერთობლივად მივმართეთ ეუთოს, მის  საპარლამენტო ასამბლეას  და ვუთხარით, რომ ჩვენ უბრალოდ არ დავესწრებოდით შეხვედრებს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რომელსაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოში ვიზიტი გააუქმა და არა გადადო.

"მინდა, კორექტივები შევიტანო იმაში, რაც ბოლო პერიოდში გავრცელდა სხვადასხვა მედიით - ეს არ არის ვიზიტის გადადება, ეს არის გაუქმება. დათქმა, რომელსაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე აკეთებს უკავშირდება საქართველოში ვითარების ძირფესვიან შეცვლას და მხოლოდ მას შემდეგ ვიზიტს. რეალურად, ეს არის ვიზიტის გაუქმება. გადადება იქნებოდა თუ ის რაიმე თარიღს დაასახელებდა შემდგომი ვიზიტისთვის.

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი ამოცანა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მაგრამ მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შეცვლის ვითარებას ქვეყანაში, არის ახალი არჩევნები. 

სამმა პროდასავლურმა კოალიციამ -  ნომერი 4 - "კოალიცია ცვლილებისთვის", ნომერი 5 - "ნაციონალური მოძრაობა" და მისი კოალიციური პარტნიორები, ნომერი 9  - "ლელო" და მისი კოალიციური პარტნიორები,  ჩვენ ერთობლივად მივმართეთ ეუთოს, მის  საპარლამენტო ასამბლეას  და ვუთხარით,რომ ჩვენ უბრალოდ არ დავესწრებოდით შეხვედრებს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.