სინამდვილეში არავინ იცის, აქვს თუ არა დანიას გრენლანდიაზე რაიმე იურიდიული უფლება, მაგრამ თუ აქვს, უნდა დათმოს, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. 

ტრამპი არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავდა თუ არა "სამხედრო ან ეკონომიკური იძულების“ გამოყენებას ამ ტერიტორიების მოსაპოვებლად, უპასუხა, რომ არა.

"გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის გვჭირდება. იქ დაახლოებით 45,000 ადამიანი ცხოვრობს. სინამდვილეში არავინ იცის, აქვს თუ არა დანიას მასზე რაიმე იურიდიული უფლება, მაგრამ თუ აქვს, უნდა დათმოს, რადგან ის ჩვენ ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. ეს თავისუფალი სამყაროსთვისაა. მე ვსაუბრობ თავისუფალი სამყაროს დაცვაზე – შეხედეთ, დურბინდიც კი არ გჭირდებათ, გაიხედავთ და ჩინური გემები ყველგანაა, რუსული გემები ყველგანაა. ჩვენ ამის დაშვებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მას ასევე დაუსვეს შეკითხვა, გამოიყენებდა თუ არა სამხედრო ძალას კანადის წინააღმდეგ, რაზეც ტრამპმა უპასუხა: "არა, ეკონომიკურ ძალას“.