"ქართული ოცნების" რეჟიმის პირობებში საქართველო ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ქმედებების შედეგად სახელმწიფომ მილიარდობით დოლარი და ევრო დაკარგა.

"ქართული ოცნების" რეჟიმის პირობებში საქართველო ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, საქართველო ვერასოდეს ვერ ისარგებლებს უსაფრთხოების თანამედროვე შესაძლებლობებით მსოფლიოში, ვერასოდეს ვერ გახდება დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილი, ვერ გახდება მდიდარი და ბედნიერი სახელმწიფო - ამას აცნობიერებს საღად მოაზროვნე ყველა ადამიანი, ვინც მზადაა მოვლენები ობიექტურად შეაფასოს. ყველა აცნობიერებს, რომ არა "ქართული ოცნება" და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები, მილიარდობით ევროს და დოლარის შესაძლებლობა გაუჩნდებოდა ქვეყანას. 

დღეს პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნის პროტესტი, განსაკუთრებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტი და ამის დამსახურებაა ის, რაც ხდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან", - განაცხადა ნიკა მელიამ.