გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები ოლაფ შოლცი და ემანუელ მაკრონი საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

"ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი საქართველოში არსებული სიტუაციით ღრმად ვართ შეშფოთებულები.

ჩვენი ორივე ქვეყანა საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერები არიან და აქტიურად უჭერდნენ მხარს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, 2023 წლის დეკემბერში მიენიჭებინათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი.

ღრმა მწუხარებით ვუყურებთ საქართველოსა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, გადაუხვიონ ამ გზიდან ევროპული ღირებულებებია და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით, როგორიცაა ე.წ. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება.

საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული", - აღნიშნულია განცხადებაში.